2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 79,324,988,380 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 39,740,016,551 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 16,849,195,781 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 22,890,820,770 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 39,584,971,829 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 27,683,369,625 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,901,602,204 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 16,221,995,416 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 14,780,790,144 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 8,086,890,853 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 6,693,899,291 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 1,441,205,272 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 1,106,944,059 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 334,261,213 ლარის ეკვივალენტი).