სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით

16 აპრილი 2024

2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 53,629,510,760 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 27,659,111,157 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 9,925,302,961 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 17,733,808,196 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 25,970,399,603 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 16,460,579,273 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9,509,820,330 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 9,482,416,195 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 8,541,992,992 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 4,375,584,302 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,166,408,690 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 940,423,202 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 671,443,241 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 268,979,961 ლარის ეკვივალენტი).