ვებსაიტზე მიმდინარეობს ტექნიკური განახლება
2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 69,250,281,158 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 35,967,508,350 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 14,195,508,857 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,771,999,494 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 33,282,772,808 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 22,890,529,573 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10,392,243,235 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 11,927,954,271 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 10,967,082,424 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 6,152,553,453 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,814,528,970 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 960,871,847 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 741,966,007 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 218,905,841 ლარის ეკვივალენტი).