სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით

16 აპრილი 2026

2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 70,791,126,771 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 36,366,166,367 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 14,326,703,624 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 22,039,462,743 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 34,424,960,404 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 23,187,562,430 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,237,397,974 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 11,921,516,254 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 10,958,104,571 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 6,149,313,073 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,808,791,497 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 963,411,683 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 740,904,529 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 222,507,154 ლარის ეკვივალენტი).