სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით

18 მაისი 2026

2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 71,521,240,563 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 37,189,393,827 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 14,743,572,595 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 22,445,821,232 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 34,331,846,737 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 23,118,848,702 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,212,998,035 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 15,192,136,268 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 13,877,475,085 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 7,450,182,282 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 6,427,292,804 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 1,314,661,183 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 988,290,169 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 326,371,013 ლარის ეკვივალენტი).