სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით

17 ივნისი 2026

2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 72,957,129,871 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 37,379,022,988 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 15,199,136,445 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 22,179,886,543 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 35,578,106,883 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 24,483,508,284 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,094,598,599 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 15,200,390,731 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 13,849,899,207 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 7,427,141,614 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 6,422,757,593 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 1,350,491,524 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 1,030,567,480 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 319,924,044 ლარის ეკვივალენტი).