სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით

16 ივლისი 2026

2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 75,069,244,980 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 37,935,922,295 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 15,875,318,087 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 22,060,604,208 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 37,133,322,685 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 25,880,997,593 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,252,325,091 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 15,556,080,668 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 14,191,004,103 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 7,729,916,090 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 6,461,088,013 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 1,365,076,565 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 1,040,918,634 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 324,157,931 ლარის ეკვივალენტი).