სიახლეები

კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ 2026 წლის მარტის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 5,376,824 ლარი შეადგინა

17 აპრილი 2026

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის და “კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციის’’ შესაბამისად, 2026 წლის მარტის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 5,376,824 ლარი შეადგინა, რომელიც კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა 2026 წლის აპრილში დაფარეს.