სიახლეები

კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ 2026 წლის ივნისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 7,066,920 ლარი შეადგინა

16 ივლისი 2026

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის და “კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციის’’ შესაბამისად, 2026 წლის ივნისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 7,066,920 ლარი შეადგინა, რომელიც კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა 2026 წლის ივლისში დაფარეს.