სიახლეები

კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ 2026 წლის ივლისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 7,242,377 ლარი შეადგინა

18 აგვისტო 2026

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის და “კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციის’’ შესაბამისად, 2026 წლის ივლისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 7,242,377 ლარი შეადგინა, რომელიც კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა 2026 წლის აგვისტოში დაფარეს.