“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის და “კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციის’’ შესაბამისად, 2026 წლის აგვისტოს თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 7,297,690 ლარი შეადგინა, რომელიც კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა 2026 წლის სექტემბერში დაფარეს.