სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ აპრილში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 2 556 272,11 ლარი შეადგინა

19 მაისი 2021

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2021 წლის აპრილის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 2 556 272,11 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2021 წლის მაისში დაფარეს.