სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ მაისში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 1,559,925.41 ლარი შეადგინა

16 ივნისი 2020

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2020 წლის მაისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1,559,925.41 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2020 წლის ივნისში დაფარეს.