სიახლეები

2027 წლის პირველი იანვრიდან ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 100 000 ლარამდე გაიზრდება

28 სექტემბერი 2026

2026 წლის 24 სექტემბერს სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე პერიოდის ანგარიში განიხილეს.

სამეთვალყურეო საბჭომ იმსჯელა და მხარი დაუჭირა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გადაწყვეტილებას სადაზღვევო ზღვრის გაზრდის თაობაზე, რომლის თანახმად 2027 წლის პირველი იანვრიდან ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 100 000 ლარამდე გაიზრდება.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და იცავს დეპოზიტორებს კუთვნილი თანხების დაკარგვისგან (დადგენილი ზღვრის ფარგლებში).